მსმენელების, სამხედროების, სხვადასხვა პროფესიების და სტუდენტების მომზადება-გადამზადების 10-წლიანი გამოცდილებით, PSAC წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხების და პროფესიული უსაფრთხოების, ინტენსიურ სასწავლო კურსებს, მძიმე სამშენებლო ტექნიკის და სხვადასხვა სპეც.ტექნიკის ოპერირების მიმართულებით, SC6; SC6.1 და SC12. აღნიშნული კურსები მსმენლთა მოთხოვნის საფუძველზე ყოველწლიურად ტარდება და დღეისათვის უკვე ასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს მოიცავს. PSAC საუკეთესო შესაძლებლობაა კარიერული ზრდისა და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ეს არის შესაძლებლობა სპეციალისტებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, მიიღონ პირველადი ცოდნა პროფესიული უსაფრთხოების თემებზე, შეიძინონ პროფესიული უნარები და მიიღონ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
გიორგი გრატიაშვილი - ცენტრის დამფუძნებელი, ინჟინერიის დოქტორი, ინჟინერ-მექანიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი. მთავარი მეცნიერი მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟით.
ნუგზარი მიღდისელი - მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი მრავალწლიანი გამოცდილებით.