მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვის უსაფრთხოება
სამშენებლო სფეროს მოთხოვნების და ა(ა)იპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის საერთო ამოცანებიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიზნების გათვალისწინებით, სპეციალური სატრენინგო კურსის SC 6.0 მიზანია: უკანა ციცხვიანი სატვირთველის ბაზაზე, მსმენელებმა აითვისონ და გამოიმუშაონ, ექსკავატორის, სატვირთველის, ბულდოზერის, გრეიდერის და სატკეპნელის დანიშნულება და მართვის უსაფრთხოების უნარჩვევები. გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას და მათ შორის შრომის უსაფრთხოების წესებს სამშენებლო მოედანზე.